
დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციაა გაიმართება. აქტივისტები კავკასიურ პლატფორმასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარალელურად აგრძელებენ პროტესტს პარლამენტთან, არჩევნების გაყალბების გამო. ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცების შემდეგ საკნონმდებლოდ ორგანოსთან კიდევ ერთი კარავი გაიშალა.
"სიმბოლურად დავამთხვიეთ მეორე კარვის დადგმა, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტში იმართებოდა სრული ფარსი. "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პარლამენტში აირჩია ბიძინა ივანიშვილის რჩეულები. დაგეგმილია პროტესტი პრეზიდენტის სასახლესთან, რომელიც უკავშირდება მის ძალიან სახიფათო განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კავკასიურ პლატფორმას უჭერს მხარს", - ამბობს აქტივისტი, ალიკა კუპრავა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველგვარი წინასწარი ანალიზის გარეშე შეუერთდეს თურქეთის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას კავკასიის პლატფორმის შესახებ.
ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსიხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 24 დეკემებრს, ერთპარტიულმა პარლამენტმა 85 ხმით, გახარია და მისი კაბინეტი დაამტკიცა.