კალაძემ განმარტოს, რატომ იყიდა ქვა აშშ-ს სანქცირებული კომპანიისგან - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერს მოუწოდებს სასწრაფოდ გააკეთოს განმარტება რატომ იყიდა ამერიკის მიერ სანქცირებული ირანული კომპანიისგან თეთრი ქვა. კომპანია Arvand Petrochemical Company-ს , რომლისგანაც თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა შეიძინა, სანქცია 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული.

"დედაქალაქის ტრენდული მერი ჯერ ხომ ალივს ხეს მოათრევდა მილანიდან და მილიონობით ლარს იხდიდია, ახლა გადაწყვიტა, რომ ქვა არ არის საქართველოში და ირანიდან ჩამოიტანოს, ოღონდ მილიონობით ლარს კონკრეტულ კომპანიას უხდის, რომელიც სანქცირებულია აშშ-ს მიერ. გარდა იმისა, რომ აქ შეიძლებოდა ამ ფულის დატოვება და ეკონომიკაში ჩასხმა. საგამოძიებო უწყებებს და დედაქალაქის მეორს მოვუწოდებ სასწრაფოდ გააკეთონ ამაზე განმარტება, მათ შორის პრემიერმინისტრმაც", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

თბილისის მერია აღნიშნულ თეთრ ქვას კახეთის გზატკეცილზე გზაგამყოფ ზოლზე ყრის.

ვინ და რატომ დაუწესა ზემოხსენებულ კომპანიას სანქციები - ნახეთ აქ. 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი