
"სამართლიანი არჩევნების'' ხელმძღვანელობა თავმჯდომარის გადაყენების მიზეზებს დღეს პრესკონფერენციაზე განმარტავს.
ელენე ნიჟარაძეს უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა. ამას წინ უძღოდა ორგანიზაციის განცხადება, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში შეცდომა დაუშვეს, თუმცა, ვიდრე ამას თავად ორგანიზაცია განაცხადებდა, ცნობილი გახდა, რომ "სამართლიან არჩევნებს'' მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებზე ესაუბრნენ და მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს. "ოცნებამ" კი, პირდაპირ ოპოზიცია დაადანაშაულა მონაცემების გაყალბების მცდელობაში და გამოძიების საჭიროებაზეც მიუთითა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ერთერთი გადამწყვეტი და ხელმძღვანელი, ის თავად ამ დამოუკიდებლობას არა თუ ვერ მიიღებდა, უბრალოდ მისი ინტერესი არ იქნებოდა, რომ არა მაგალითად ეჭვის დონეზე, მინიმუმ, შეგვიძლია ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ინტერესი ან ჩარევა ამ ყველაფერში. თუ ეს აღმოჩენა ჩვენი ელემენტარული მათემათიკური ანალიზი, რამაც შემდეგ აიძულა ელენე ნიჟარაძეს, თუ სხვა ადამიანი, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ გამოექვეყნებინათ რეალური მონაცემები, აუდიტი ჩატარებულიყო, ამას თუ დავარქმევთ ჩარევას მაშინ შეგვიძლია დადასტურებულად მივიჩნიოთ ეს ჩარევა და თუ რაღაცა კულვარულ, არალეგიტიმურ და მსგავს ჩარევაზე ფიქრობთ, ამას კატეგორიულად გამოგირიცხავთ", - ამბობს მამუკა მდინარაძე
გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც, რომელსაც აინტერესებს, პირველ რიგში გაირკვეს, საიდან იცოდა მმართველმა გუნდმა "სამართლიანი არჩევნების'' მიერ დაშვებული შცდომის შესახებ წინასწარ, ვიდრე ამ ინფორმაციას თავად ორგანზიაცია გაასაჯაროებდა.
"პირველი, რაც უნდა გამჟღავნდეს და რაც უნდა ყოფილიყო დაინტერესების საგანი და გამოძიების უშუალო ინტერესი, ეს უნდა ყოფილიყო, მაგალითად, როგორ გაიგეო "ქართულმა ოცნება", ნაცვლიშვილმა, კობახიძემ და მთავარმა იდეოლოგებმა, იმის შესახებ, რომ ფორმულაში, როგორც ქალბატონი ნიჟარაძე ამბობდა იყო შეცდომა", - თქვა ხატია დეკანოიძემ
შეგახსენებთ "სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.