დღეს საპარლამენტო კომიტეტებში საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვა იწყება  

გამოქვეყნდა:

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. დოკუმენტი კანონმდებლებისთვის მომავალი ოთხ წლიანი პერიოდის დღის წესრიგსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. მთავარ პრიორიტეტად კი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა დასახელებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს იქნება ფორმალური დოკუმენტი, რომელიც რუსეთს უფრო უქმნის კომფორტს. იმ ფონზე, როცა საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გაგვაფრთხილეს, რომ ამ მიზნისკენ სავალ გზაზე ერთპარტიული პარლამენტი სერიოზული დაბრკოლება იქნება, რადგან ეს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მინუსია.

"ეს დოკუმენტიც არის, რაღაც მსვლელობის საქმიანობის იმიტაცია, ვითომ მივდივართ ევროკავშირისა და ნატოსკენ. სინამდვილეში ამ დოკუმენტში არ არის მთავარი, ევროკავშირისა და ამერიკის მიერ რუსეთს დაკისრებული სანქციებიში ჩვენი ოკუპაციის, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხის მოხვედრა. არის სანქციების საკითხი ამ დოკუმენტში? - რა თქმა უნდა, არა და ეს არის მთავარი კომფორტი, რასაც  "ქართული ოცნება" რუსეთს უქმნის. სამწუხაროდ, უკუსვლის გარდა საგარეო ასპარეზზე არაფერი არ არ ხდება,პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეთანხმება იმ პლატფორმას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ენიჭება რუსეთს და მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ფეხის ამოძირკავს აქედან", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველგვარი წინასწარი ანალიზის გარეშე შეუერთდეს თურქეთის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას კავკასიის პლატფორმის შესახებ. 

ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსიხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე. 

აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 24 დეკემებრს, ერთპარტიულმა პარლამენტმა 85 ხმით, გახარია და მისი კაბინეტი დაამტკიცა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი