
პრეზიდენტის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და სალომე ზურაბიშვილის საყვირებით და ტრანსფარანტებით ხვდებიან.
აქციის მონაწილეები, პრეზიდენტის მეირ ანტისახელწიფოებრივ განცხადებას აპროტესტებენ და პასუხს სთხოვენ იმ პოზიციის და ინიციატივის გამო, რომელიც მან კავკასიური პლატფორმის შექმნის შესახებ გააჟღერა.
"იდეაში ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც ჰქვია რუსული პოლიტიკა და საქართველოს რუსეთიზაცია. ესა რ იყო წამოცდენა, ეს იყო მიზანმიმართული ნათქვამი იმიტომ, რომ ამ ე.წ. კავშირში, რომელსაც ჰქვია ერთიანი კავკასიის იდეა, პლატფორმა და მოიაზრება რუსეთი და ირანი, რომელიც არის დასავლური ღირებულებების მტერი და რუსეთი ჩვენი ოკუპანტია და მათთან რაიმე კავშირში შესვა ეს არის ჩვენთვის პირდაპირ ხარაკირი საერთაშორისო საზოგადოების თვალში", - ამბობს აქტივისტი გიორგი მუმლაძე
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველგვარი წინასწარი ანალიზის გარეშე შეუერთდეს თურქეთის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას კავკასიის პლატფორმის შესახებ.
ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსიხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 24 დეკემებრს, ერთპარტიულმა პარლამენტმა 85 ხმით, გახარია და მისი კაბინეტი დაამტკიცა.