ფორმულაში არსებული შეცდომა არის ადამიანური შეცდომა, ის არავის არ დაუგეგმია - პატარაია ISFED-ზე

გამოქვეყნდა:

ორგანიზაცია ISFED წარმოადგენელი ბაია პატარაია ამბობს, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზი  არის "ადამიანური შეცდომა". პატარაია გამორიცხავს, რომ ეს შეცდომა ყოფილიყო დაგეგმილი. ამის შესახებ მან "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. 

"ფორმულაში არსებული შეცდომა არის ადამიანური შეცდომა, ის არავის არ დაუგეგმია, აბსოლუტურად ხელს არ აძლევდა ორგანიზაციას ამ შეცდომის არსებობა, ამ შეცდომამ გამოიწვია ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მთლიანად ISFED-ის სანდოობა და რეპუტაციული ზიანი მიადგა ორგანიზაციას, ცხადია ეს არ არის და ვერ იქნებოდა ISFED -ის ინტერესებში, ძალიან წუხს ყველა თანამშრომელი და ყველა ის ექსპერტი, რომელიც PVT-ს ჯგუფში იყო ჩართული, რომ ეს შეცდომა მოხდა, ის გამორიცხულია, რომ ყოფილიყო დაგეგმილი იმიტომ, რომ ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა 25 წლიან უნაკლო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას და აბსოლუტურად ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ეს შეიძლება შედიოდეს ორგანიზაციის ინტერესში", - ამბობს ბაია პატარაია 

პატარაიას თქმითვე, ხარვეზის შესახებ ორგანიზაციაში საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტმა დარეკა და იკითხა, შემთხვევით, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულედტენებიც?.

"ISFED-ი უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როდესაც ერთერთმა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტმა დარეკა აღმასრულებელ დირექტორტან და დაუსვა შეკითხვა, შემთხვევით, ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულედტენებიც? ვინაიდან, როდესაც მონაცენების ანალიზს აკეთებდა ეს საერთაშორისო ექსპერტი მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ცდომილება, რომელიც არსებობდა შეიძლება ამით ყოფილიყო განპირობებული. როდესასც ეს კიხვა დაისვა დაიწყო ამის გადამოწმება PVT-ს  საექსოპერტო ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ ISFED-ის და NDI- ის ექსპერტები და გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნამდვილად იყო ხარვეზი ფორმულაში, რომელიც ბათილ ბიულეტინებსაც ათვლიდა",- თქვა პატარაიამ

ბაია პატარაია ამბობს იმასაც, რომ ორგანიაცაიში ხარვეზის შესახებ მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ იცოდა.  მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ შუალედური ანგარიშთან ერთად გამოაქვეყნებდნენ ხარვეზის შესახებ. 

"მენეჯმეტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას ისინი ხვდებოდბენ, რომ აბსოლუტურად აუცილებელი იყო ამის შესახებ საუბარი საზოგადოებასთან, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ ვინაიდან ცდომილება იყო მაქსიმუმ 1,7%, მათი აზრით ეს გალვენას არ ახდენდა მანდატებსი გადანაწილებაზე, გადაწყვიტეს, რომ აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაედოთ ამ ხარვეზის შესახებ კომუნიკაცია საზოგადოებასთან და გადაემოწმებინათ ყველა სხვა დანარჩენი მონაცემები და გამოქვეყნებინათ შუალედურ ანგარიშთან ერთად", - ამბობს ბაია პატარაია 

ბაია პატარაია ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თანამდებობის დატოვების შესახებ კომუნიკაცია ელენესთან და ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობდა. 

"მივიჩნიეთ, რომ ამის საზოგადოებასთან კომუნიკაცია იყო დაგვიანებული და ამას არ გააჩნდა რეალური ახსნა. ჩვენთვის არ იყო დამაჯრებელი ის ახნსა და არგუმენტაცია, რასაც აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა ჩვენთან იმის შესახებ თუ, რატომ იყო მიზანშეწონილი ამის შესახებ კომუნიკაციის გადადება. ISFED-ის გამგეობა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იყო ამ ხავრეზის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა დაუყოვნებლივ. გამგეობა მიიჩნევს, რომ ამ ხარვეხის სესახებ ინფორმაციის დროულმა არ გაჟრერებამ გამოიწვია ძალიან ბევრი ეჭვი, რამაც მიაყენა რეპუტაციული ზიანი მთლიანდ ორგანზიაციას და კითხვის ნიშნები გააჩინა უშაულოდ აღმასრულებელი დირექტორის მიმართაც ელენს მიმართ" - თქვა პატარაიამ 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 დეკემბერს, სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარეს, ელენე ნიჟარაძეს უფლებამოსილება შეუჩერა. 

ცნობისთვის,"სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.

"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.

შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი