"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრი, ნატო ჩხეიძე წერს, რომ პარლამენტისგან დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა, თუმცა არ იცის რა უყოს ამ "ეშმაიკსეულ თანხას" და რჩევას საზოგადოებას ეკითხება.
"გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია... ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა:) ბიუჯეტში დავაბრუნო?.. არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში?.. ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო...სამიქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო:)
ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?. ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ", - წერს ნატო ჩხეიძე.
პოლიტიკოსი ხუმრობით წერს, რომ იცოდა "ქართული ოცნება" დაპირებებს არ ასრულებდა, მაგრამ გადაჭარბებით არშესრულებას მაინც არ ელოდა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატის ხელფასი ჩაერიცა "ევროპული საქართველოს" წევრს, ელენე ხოშტარიასაც, რომელიც მან პარლამენტს უკან გადაურიცხა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.