ოპოზიციონერებისთვის ჩარიცხული ხელფასი - პარლამენტის აპარატის განმარტება

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ თანხა ავტომატურად ჩაერიცხათ მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, ვისი მონაცემებიც უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში 

მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია.

რაც შეეხება პარლამენტის იმ წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა" ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატს.

შეგახსენებთ, ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის, მიუხედავად ამისა, დეპუტატებს ხელფასი მაინც ჩაერიცხათ. ამის შესახებ ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ და ნატო ჩხეიძემ გაავრცელეს. ხოშტარიამ თანხა სახელმწიფო ხაზინას უკან დაუბრუნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი