დაბრუნებული ხელფასი პარლამენტმა ელენე ხოშტარიას ისევ ჩაურიცხა 

გამოქვეყნდა:

ხელფასი, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტს უკან დაუბრუნა, საკანონმდებლო ორგანომ ისევ ჩაურიცხა.

ამის შესახებ ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს და შესაბამისი საბანკო ოპერაციების ამსახველ სურათებს აქვეყნებს.

"პარლამენტმა, ანუ მთავრობამ ჩემთან თამაში გადაწყვიტა. გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული ეხლა დღეს უკან ჩაურიცხავთ. თუ გეხალისებათ არაა პრობლემა, გიგზავნით უკან", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ დღეს დილით პარლამენტის მიერ ჩარიცხული სახელფასო თანხა ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა.

დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში პარლამენტის აპარატი წერდა, რომ ხელფასი ჩაერიცხათ მეცხრე მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომელთა საბანკო რეკვიზიტები საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის სისტემაში იყო რეგისტრირებული, ხოლო მე-10 მოწვევის წევრებს, ვინც რეკვიზიტები არ წარადგინა, არაფერი ჩარიცხვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი