ნიკა მელიას ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას - შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ულოცავს

ნიკა მელიას ვულოცავ დამსახურებულ,გამარჯვებას. ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს განთავისუფლებისათვის მიმდინარე დიდ საერთო ბრძოლაში!!! - წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, ელექტრონული არჩევნები პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის გამოსავლენად 25 დეკემბერს, ზუსტად საღამოს 21 საათზე შეწყდა.

ნიკა მელიამ ხმების 64.9%, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% მიიღო.

პირველი, ვინც მელიას გამარჯვება მიულოცა სწორედ მისი კონკურენტი, ლევან ვარშალომიძე იყო.

ნიკა მელიას უკვე ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეს კვირას, ნაციონალური მოძრაობს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს პარტია დატოვა. ენმ-ს პოლიტსაბჭომ  2 კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი