სიმთვრალის ბრალი იყო... რომ იტყვიან, მწერისთვის ფეხი არ დაუდგამს - საავადმყოფოს დირექტორი ქუჩაში მოკლეს

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლით მოკლა. 

სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. 

"სიმთვრალის ბრალი იყო... კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სუფრაზე რაღაც მოხდაო და ამოიღო იარაღი, მოკლა. ჩემი შვილის მეგობარი იყო, მაგის [ზურა საჩიშვილი] მაღალი სიტყვა არ გამიგია. ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. სულ იმას ვფიქრობ, ისეთი სიტყვა როგორ თქვა, რომელიც ვიღაცას ეწყინა... რომ იტყვიან, მწერისთვის ფეხი არ დაუდგამსო, ეგეთი რამე შემიძლია ვთქვა მასზე", - ამბობს ერერთი ადგილობრივი და მოკლულის ახლობელი.

აქვე გეტყვით, რომ დაპირისპირების დროს დაჭრეს თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი. სამედიცინო დახმარების შემდეგ ის სახლში გაწერეს, ახლა კი გამოკითხვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა

"ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვიქეიფია ერთად და ყოველთვის კარგად დავცილებულვართ ერთმანეთს. ერთად წავიდნენ სახლიდან [საჩიშვილი და ზანდარაშვილი]", - ამბობს ლაჩაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა.

ცნობისთვის, შემთხვევა წუხელ მოხდა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი