
რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო, განცხადებას აქვეყნებს - ის ამბობს, რომ აჟიოტაჟი, რომელიც მის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა, "ენმ"ის გამოწვეული და უსაფუძვლო იყო.
"შესანიშნავი და სტუმართმოყვარე თბილისიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ ქართულ მედიაში დაიწყო არაადეკვატური აჟიოტაჟი, რომელიც ატეხა სააკაშვილის პარტიამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", თავის მომხრეებთან ერთად. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ვიზიტი აზერბაიჯანიდან საქართველოში ატარებდა აბსოულუტურად კერძო ხასიათს; მე არ დამირღვევია პანდემიასთან დაკავშირებული არანაირი კანონი და რეგულაცია არც კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. აჟიოტაჟი პროვოცირებული იყო მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიერ და მიზეზი მარტივია - მე სააკაშვილს ყოველთვის ვუწოდებდი კრემლის პროექტს", - თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპაციის კანონისა და პანდემიის რეგულაციების დარღვევით, თბილისში რუსი ჟურნალისტი "მეგობარი პოლიტიკოსების" დახმარებით შემოვიდა.
"ოცნების" წევრმა, ბექა დავითულიანმა, კი განმარტა, რომ "მაქსიმ შევჩენკოს კანონთან პრობლემა არ აქვს და შეთქმულების თეორიები სასაცილოა".