ნიკა არის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ყრილობაზე, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაასახელეს ნიკა მელია, მხარდამჭერებს და დამსწრეებს მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

მესამე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ელექტრონულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მიულოცა ნიკა მელიას.

"მინდა მოგილოცოთ პირველი ელექტრონული არჩევნებს ჩატარება და ნიკა მელიას მინდა მივულოცო გამარჯვება. ნიკა არის ჩემთვის შეუპოვრობის, გამბედაობის, თავგანწირვის სიმბოლო, რის გარეშეც არაფერი არ გამოვა უკვე იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე. მინდა ჩვენს ასობით, ათასობით აქტივისტს ვუთხრა დიდი მადლობა იმისათვის, რომ ამდენი წელი უძლებს რეპრესიებს, შევიწროებას და არ ღალატობს იდეას და მთავარ საქმეს", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალში, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში უშუალოდ ჩართული იქნება ხალხი:

მინდა გითხრათ, რომ მომავალში, როგორც კი ამ უზურპატორებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას, ყველა ძირითადი გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ სწორედ, ასე იქნება მიღებული, ელექტრონულ არჩევნებში, ღილაკზე თითის დაჭერით, მთელ მსოფლიოში ქართველები გადაწყვეტენ მისი ქვეყნის, თავის სამშობლოს ბედს და ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ლევან ვარშალომიძეს, რომელმაც უარი  თქვა ძალიან დიდი თანამდებობაზე უკრაინის მთავრობაში, დიდი მოძრაობა გაშალა აჭარაში და საქართველოში დაბრუნდა და იბრძვის ბოლომდე.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ოპოზიციასთან ერთად ამ არჩევნებში და ეს ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოჰპარა. ქართველ ხალხს ეიმედება თითოეული ჩვენგანი და ვეიმედებით ჩვენ, რომ დავუბრუნებთ მას ამ გამარჯვებას. ამისათვის ახლა უდნა აგორდეს საბოლოო გადამწყვეტი ტალღა, რომელიც უზურპატორს, ოლიგარქს და მის მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმს წალეკავს და საქართველოს დაუბრუნებს მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას. თითოეული ქართველი შემოგვყურებს იმედის თვალით, ახლა მთავარია შევინარჩუნოთ ერთიანობა და შევუტიოთ ბოლომდე. ჩვენი საბოლოო გამარჯვება არის ძალიან ახლოს მე ამის ღრმად მწამს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი 

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გამართა და ელექტრონული წესით არჩეული თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცა.  

"ენმ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, ის არის მეტი ვიდრე პარტია და ამ იდეას ვერ ამარცხებს ვერვინ" - ნიკა მელიას პირველი მიმართვა პარტიის თავმჯდომარის რანგში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი