
ახლა მთავარია მოძრაობა, ბევრი მოძრაობა, ბევრ მოძრაობა და ნაციონალურ მოძრაობა - ნიკა მელიამ პარტიის მხარდამჭერებს, დელეგატებსა და ყრილობის მონაწილეებს პარტიის თავმჯდომარის რანგში მიმართა.
მელია ამბობს, რომ ენმ-ს აქვს მიზანი და ამბიცია, წარსული გამოცდილებითა და შეცდომების გათვალისწინებით, ისევ აიღოს პასუხისმგებლობა, შექმნას მდიდარი და დასავლური სახელმწიფო- მჯერა, რომ ახლა იწყება ჩვენი ისტორიის ახალი ეტაპი თქვენი უშუალო მონაწილეობით - მიმართა მელიამ მხარდამჭერებს და მადლობა გადაუხადა ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს და ლევან ვარშალომიძეს:
მჯერა, რომ უახლოეს მომავალში გავხდებით უფრო მეტი, ბევრად კვალიფიციურები და ბრძოლისუნარიანები. ჩვენ დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა. "ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება იდეა და მოტივაცია იყოს თითეული თქვენგანის პარტია, რომელიც წარმატებას მოუტანს ყველას ერთად და არა საკუთარ თავს. ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, კმარა უფსკრულისკენ სვლა და გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ" - თქვა ნიკა მელიამ.
ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გამართა და ელექტრონული წესით არჩეული თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცა.