
გიგი უგულავა პარტია "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარიას წასვლას ეხმიანება.
"ელენე ხოშტარიას მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ, მისი გადაწყვეტილება იყო ეს. დიდიხანია ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია, უბრალოდ ახლა გადავწყვითეთ ერთდროულად რომ ეს დრო შეგვერჩია. დაპირისპირება არ ყოფილა. ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო, ამის უფლება აქვს. მეტი არაფერი მომხდარა, მე მხოლოდ წარმატებას ვუსირვებ იმიტომ, რომ მას გათავისებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები, ელენე ერთერთი წინახაზის მებრძოლია და ასეთად დარჩება", - თქვა უგულავამ.
აქვე იხილეთ:
ბაქრაძე ხოშტარიას წასვლაზე: სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, პარტიის შიგნით ვიცოდით
დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას ვიწყებ, არც ერთ პარტიაში არ გადავდივარ - ელენე ხოშტარია