მიმაჩნია, რომ დამოუკიდებლად მეტ სიკეთეს მოვუტან ოპოზიციის ბრძოლას - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" დატოვების შემდეგ, როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობისთვის დამოუკიდებლად მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია. 

"დღეს კაკო ბობოხიძემ თქვა ძალიან კარგი ფორმით, რომ პრობლემა არა მიზეზებში, არამედ მიზნებშია. მე მართლა მიმაჩნია, რომ ცალკე, დამოუკიდებლად, სხვადასხვა ფორმით, შემიძლია, რომ მეტი სიკეთე მოვუტანო ოპოზიციის ბრძოლას. რა თქმა უნდა, პოლიტიკის ფორმებზე, ტაქტიკაზე განსხვავებული შეხედულებები რომ არ იყოს, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. თუმცა, არსებითი არის ის, ამაზე მიფიქრია, რომ მე შევძლებდი ამ პარტიაში ყოფნით პოლიტიკური ბრძოლისთვის მეტი სიკეთის მოტანას თუ დამოუკიდებლად. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ და მიმაჩნია, რომ მე უკეთესი ვარ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ მეტი თავისუფლებით, ჩემი სითამამით, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებით მეტის გაკეთება შემიძლია", - ამბობს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველოს" ბრიფინგზე დაადასტურა, რომ პარტიას ტოვებს. მისი თქმით, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.

ბრიფინგამდე ელენე ხოშტარიამ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან კონფლიქტს არ უკავშირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი