
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცესთან ამოუცნობი თვითმფრინავები უფრო მეტჯერ გაგზავნა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
ნატოდან პასუხიც შესაბამისი იყო - ალიანსმა 400-ჯერ გაგზავნა ევროპაში ავიაგამანადგურებლები.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი განმარტავს, რომ ფრენების 90% სწორედ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად შესრულდა.
ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ. ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და მზად არიან მოკავშირეების საჰაერო სივრცესთან საეჭვო ან მოულოდნელი ფრენების შემთხვევაში იმოქმედონ. საჰაერო უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია რათა ჩვენი წევრების უსაფრთხოება იყოს დაცული," - ამბობს ალიანსის პრესსპიკერი იოანა ლუგესკუ.
ალიანსს ევროპაში 40-მდე საჰაერო სათვალთვალო რადარი აქვს. საფრთხის გასანეიტრალებლად კი მუდმივად მზადყოფნაშია 60 ავიგამანადგურებელი.