
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მომხრეა სახელმწიფო იყოს ჰუმანური, მაგრამ ეფექტური, ეს დამოკიდებულება აქვს მას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
"მე ყოველთვის მომხრე ვიყავი იმის, რომ სახელმწიფო იყოს ჰუმანური, მაგრამ ეფექტური, ამ პოზიციას დავიჭერ ამ საკითხთან", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა გუშინ, 28 დეკემბერს დაიწყო.
კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ 44 მუხლს შეეხება, მათ შორის, ნარკოდანაშაულს, ქურდობას, ფალსიფიკაციას, ქონების დაზიანებას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ კატეგორიას.
ის არ გავრცელდება პოლიტპატიმრებზე, მათ შორის, არც "მთავარი არხის" დამფუძნებელზე გიორგი რურუაზე, რომლის საქმეზეც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიცილების ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც საქმე აღიძრა, ნაკლებად სანდოა და დაუშვებელია ის გამამტყუენებლ განაჩენს ედოს საფუძვლად.
ამას უკვე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გააფართოვოს პროექტის ფარგლები ნარკოტიკულ დანაშაულებზე, კანონის შემუშავების პროცესი წარმართოს მაქსიმალურად ღიად და უზრუნვლყოს პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა.