კითხვები გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე ოპოზიცია დასვამდა - მაჭავარიანი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ ერთპარტიულ პარლამენტში თავისმა თანაგუნდელებმა დღეს იმაზე მწვავე კითხვები დაუსვეს, ვიდრე ოპოზიცია დასვამდა.

„კითხვები გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე სინამდვილეში ოპოზიცია დასვამდა. ოპოზიცია როგორც წესი სვამდა პოპულისტურ და საფუძველსმოკლებულ კითხვებს. 

კითხვა, თუ რას უპირებთ ვალს, რას უპირებთ დეფიციტს, იცით რა მწვავეა? ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მწვავე კითხვა ეს არის და არა ის, რატომ არ გაიყვანე წყალი იქ, სადაც შეიძლებოდა გაგეყვანა - ამბობს მაჭავარიანი.

რაც შეეხება წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც "ოცნების" პარლამენტმა დღეს ერთხმად დაამტკიცა, მაჭავარიანი კმაყოფილია და ამბობს, რომ ეს არის "ადეკვატური ბიუჯეტი", რომელიც პასუხობს ყველა გამოწვევას:

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2021 წლის ბიუჯეტი. ჩემი აზრით,ეს არის ძალიან ადეკვატური ბიუჯეტი იმ გამოწვევების კონტექსტში, რაც დღეს გვაქვს. ერთი მხრივ, პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც სამწუხაროდ, კოვიდპანდემიამ ჩვენს დღის წესრიგში დააყენა - ამბობს მაჭავარიანი.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი