ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ბიუჯეტი "ოცნების" ინტერესებს ერგება - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ოპოზიციის შეფასებით, მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და ფინანსურ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ბიუჯეტი 18 მილიარდზე მეტით არის განსაზღვრული, აქედან 5 მილიარდზე მეტი "ოცნების" მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ისესხა. მომავალ წელს ბიუჯეტის მიხედვით დეფიციტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,7% იქნება.

"ბიუჯეტი, რომელიც ერთხმად იყო მიღებული, ეს პირდაპირ ემსახურება ქართული ოცნების პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, არადა რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ნახევარი მილიარდის ეკონომიკა რომ მოხედინათ, შეეკვეცათ, ქამრებისთვის მოეჭირათ, აეღოთ ხელი მანქანებზე, ჯიპებზე, კაბინეტების რემონტზე, აქტივის დასაქმებაზე, ეს ფული დღეს შიმშილის ზღვარზე მყოფ მოქალაქეებს დაეხმარებოდა", - ამბობს ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე. 

"ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მოხელეების ხელფასების ზრდა გაუგებარია, მაშინ როცა ამბობენ, რომ კაპიტალური ხარჯები მცირდება. 

"რატომ უნდა იზრდებოდეს ერთპარტიულ პარლამენტში შრომითი ანაზღაურება მილიონი ლარით, ერთპარტიული პარლამენტი უფრო ეფექტური იქნება, ნაყოფიერი, კვალიფიციური, თუ რატომ? ეს არის ის მილიონები, რომლებიც ერთეულებმა მოიხმარეს და დააკლდა იმ ადამიანებს, რომლებიც საჭმლის გარეშე ხვდებიან ახალ წერლს", - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ყიფიანი.

2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ერთპარტიულმა პარლამენტმა 82 ხმით დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი