გამარჯვებულ მხარეს მდგომ პოლიტიკურ ძალებთან საუბარს აზრი აქვს - კობახიძე ოპოზიციის ნაწილზე

გამოქვეყნდა:

“ზღვარი გაივლება პოლიტიკურ პარტიებს შორის. არის ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა, ვინც არის ლუზერი, ანუ წაგებული ამ არჩევნებში. ასეთია “ევროპული საქართველო” - ეს დღეს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა. გადაყენებული პარლამენტის თავმჯდომარისვე თქმით, პარტიებს შორის ზღვარი გაივლება, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიასთან ხელისუფლებას არაფერი აქვს.

"რანაირად შეიძლება ესაუბრო “ევროპული საქართველოს” პარლამენტში შესვლაზე, როდესაც მაინც ვერ შედის. ნონსენსთან გვაქვს საქმე. მათ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა თუ არა, უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს ამის; ნონსენსია იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც მაინც ვერ შემოდის. იგივე ეხება სააკაშვილსაც, მაინც ვერ შემოდის იქ, სადაც უნდა შემოსვლა. ეს არის ძალაუფლების და იმ სადიზმის დაბრუნება, რასაც ეწეოდა 9 წლის განმავლობაში. რაზე უნდა ველაპარაკოთ ან სააკაშვილს ან ბოკერიას? ვერაფერზე. მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ამ არჩევნებში გამარჯვებულ მხარეს. შესაბამისად, მათთან საუბარს აზრი აქვს. იმედი გვაქვს, ეს ზღვარი გაივლება”, - თქვა ირაკლი კობახიძემ

დღესვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს შემოსვლა სურს, ანაზღაურებაზე განცხადება შემოიტანეს - დანარჩენი თქვენთვის მომინდია, დაამატა მან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი