მოკლე ტექსტურ შეტყობინებად დაგზავნილი კობახიძის ციტატები - ტექნიკური ხარვეზი თუ მიზანმიმართული ქმედება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ "ოცნება" ოპოზიციას ყველაფერს გადაუგრიხავს - პირადი შეტყობინების სახით დაეგზავნა როგორც ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე სხვა, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებსა და მოქალაქეებს, რომლებიც არ მუშაობენ საჯარო დაწესებულებებში. 

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის მუქარასაც პასუხობს და ამბობს, რომ მმართველი პარტია თავადაა ჩიხში და მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია.

"ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზულია, მმართველ პარტიას ის ურჩევნია, მიხედოს პარლამენტს, კოლმეურნეობის თავმჯდომარეების შეკრებას რომ დაემსგავსა და ასეთი განცხადებების კეთებას აჯობებს, მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიოყვანს და ეს არის ვადამდელი არჩევნები", - ამბობს ენმ-ს ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

"ასეთი ადამიანია, ასე ერთობა", - ასე უპასუხა "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ "მთავარის" შეკითხვას იმის თაობაზე, რატომ იყენებს მსგავს ტერმინოლოგიას ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მიმართებაში, ხოლო შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა მის სტრატეგიას, თქვა, რომ "სასაცილოა, მეცინება, უბრალოდ... ეს შეიძლება ნეგატიურადაც გავიგოთ და პოზიტიურადაც და ზოგადად, ფორმაზეა ლაპარაკი, თორემ კაცს თავისი პარტია სხვაზე მაგარი ეგონოს, ეს ბუნებრივი იქნებოდა".

"არ მაინტერესებს, ვის რას გადაუგრიხავს, და ვისთვის რის გადაგრეხვას აპირებს ირაკლი კობახიძე, საერთოდ არ მაინტერესებს, არ არის ეს ჩემთვის საინტერესო და აქტუალური, ასე თუ არ ილაპარაკებს "ქართული ოცნება" ოპოზიციაზე, ზოგადად იქნება კარგი", - ამბობს 'მთავართან" საუბარში "მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ციტატის პირად შეტყობინებად დაგზავნის ამსახველი ფოტო "მთავარ არხს" ფინანსთა სამინისტროდან გამოუგზავნა წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. 

სავარუდოდ, ეს მესიჯები მმართველი გუნდის საერთო მესიჯბოქსის ნაწილია და "ოცნების" წარმომადგენელთა აქტივობის შესახებ საზოგადოების დამატებით ინფორმირებას ემსახურება, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო - გზავნილები, რომელიც საჯარო მოხელეებთან ერთად, სხვა მოქალაქეებსაც გაეგზავნათსხვა ჯგუფში ჩავარდა, სინამდვილეში კი, პრესსამსახურის განმარტებით, ეს მესიჯები ყოველდღიური მედიამონიტორინგისთვის  იყო განკუთვნილი. სამინისტრო, მათივე განმარტებით, ფართო მასებს მსგავს შეტყობინებებს არ უგზავნის. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი