
საქართველოს მოსახლეობას, გაზრდილი ფასების გამო, სადღესასწაულო სუფრისთვის პროდუქტის შეძენა უჭირს.
"მთვარმა" მოქალაქეები დედაქალაქში და რეგიონებში გამოკითხა და ხალხი ამბობს, რომ პროდუქტის ფასები გაორმაგებულია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
"ასეთი ახალი წელი პირველად ვნახე მე... უკეთესობისკენ არ მიდის, უარესობისკენ მიდის ყველაფერი... არანაირი კარგის მოლოდინში არ ვართ... ვერ ვყიდულობ, ფული არ მაქვს ხოლმე... თუ მთავრობამ არ მოიხედა ხალხისკენ უფრო უარეს დღეში ჩავვარდებით," – ამბობენ მოქალაქეები აგრარულ ბაზარში.
ვითარება კიდევ უფრო მძიმეა რეგიონებში.
შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში, ჩამოშლილი ეკონომიკისა და მასიური უმუშევრობის ფონზე გადასახადები გაიზრდა.
ამავე თემაზე: