ახალი წელი ოჯახის გარეშე - 2021 წელს საოკუპაციო რეჟიმის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე ხვდება

გამოქვეყნდა:

ახალ წელს საქართველოს 4 მოქალაქე – გენადი ბესტაევი, ირაკლი ბებუა, ლაშა ხეთერელი და ზაზა გახელაძე,  საოკუპაციო რეჟიმის ციხეში ხვდება.

ზაზა გახელაძე, სოფელ ქვემოჭალიდან 5 თვის წინ გაიტაცეს, ოჯახის წევრები ახალ წელს, პირველად, მის გარეშე ხვდებიან. ოჯახს იმედი აქვს, რომ გახელაძე შინ 2021 წელს მაინც დაბრუნდება.

"საშინელი წელი იყო 2020, ცრემლის უფრო, და მაქვს მოლოდინი, რაღაც სიახლის, რომელსაც 2021 წელი მაინც აასრულებს, პირველი წელია, როცა ერთმანეთის გვერდით არ ვართ, ახალ წელს" –ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, მათ შორის საქართველოს კონტროლირებადი ტერეტორიების, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას, ოკუპაციის წინააღმდეგ, არ აქვს სწორი პოლიტიკა და მხოლოდ "არ გაღიზიანების" პოლიტიკას ჯერდება.

"გვყავს 4 ქართველი ტყვე, რომელიც რჩება ოკუპანტების ტყვეობაში, რომელთა გამოხსნაც ამ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი ე.წ. შიშის ზონა, მოცულობამ შეადგინა 57 მლნ. კვ.კმ. ეს აღმოჩენაც მძიმე გამოდგა ჩვენთვის, ვინაიდან ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მცოცავი ოკუპაცია არ ჩერდება, რომ ის გრძელდება და ოკუპანტი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის ტერეტორიის ოკუპაციას აწარმოებს, არამედ ის მოიწევს ჩვენი კონტროლირებადი ტერეტორიის სიღრმეებში. ჩვენს ხელისუფლებას არანაირი მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნია ოკუპანტის წინააღმდეგ და გრძელდება "არ გაღიზიანების" პოლიტიკა." – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა

2020 წლის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს 50–მდე მოქალაქე გაიტაცეს, მათგან ტყვეობაში 4 რჩება. 

ადრე აჯარიმებდნენ, ახლა აპატიმრებენ -რუსი ოკუპანტები ახალ რეჟიმზე გადადიან.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი