უკან გადადგმული ნაბიჯი - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი 2020 წელს. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავარ გამოწვევად კორონავირუსის პანდემიას ასახელებენ, რომელმაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, ამ ფონზე საპირისპიროდ მივიღეთ შედეგი - "ქართული ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა მეტი მოგება ნახეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთერთ გადაულახავ პრობლემად ერთპარტიული პარლამენტს ასახელებენ.

მათ თქმით, ეს პრობლემა 2021 წელსაც იქნება, რადგან 2020 წელის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რასაც მოჰყვა პროტესტი და ხელისუფლებამ ამ საპროტესტო ტალღის ჩახშობა არაპროპორციული ძალის გამოყენებით სცადა. 

2020 წელი ასევე გამოირჩეოდა პოლიტიკური დევნით და ამის მაგალითად მესამე სექტორს მოჰყავს: გიორგი რურუას, ნიკა გვარამიას და ე.წ. კარტოგრამეფბის საქმეები.

"2020 წელი ფაქტიურად იყო გაგრძელება იმ რეპრესიების, რომელიც დაიწყო გავრილოვის ღამეს. ხელისუფლება ცდილობდა ეკონტროლებინა ყველა ინსტიტუტი საზოგადოების ყველა ჯგუფი და აქითკენ იყო მიმართული მისი საქმიანობა, რომ პოლიტიკური ველი ყოფილიყო განთავისუფლებული მათთვის. სწორედ ამიტომ იყო შეტევა სამქოქალაქო ორგანიზაციებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, მედია წარმომადგენლებზე, მედიის მფლობელებზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე მთელი წლის განმავლობაში", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ რთულად წარმოუდგენიათ ერთპარტიული პარლამენტისა და ოლიგარქის შემთხვევაში ამ გამოწვევების 2021 წელს მოგვარება. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი