ბრიტანეთში დაწყებითი კლასის მოსწავლეები დაითხოვეს და კოვიდცენტრები ხელახლა გახსნეს

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთში სპეციალური კოვიდცენტრები - რომლებიც პანდემიის დასაწყისში, მარტში აშენდა - კიდევ ერთხელ გახსნეს. ლონდონში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი სკოლიდან დაითხოვეს. 

"ბავშვების ჯანმრთელობა და განათლება ჩვენი პრიორიტეტია... ლონდონელი მოსწავლეების ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა ჩვენი უკანასკნელი საშუალება და პრობლემის მცირეხნიანი გადაწყვეტაა" - ამბობს ბრიტანეთის განათლების მინისტრი, გევინ უილიამსონი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში კორონავირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი თვის დასაწყისში აღმოაჩინეს.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთში ამ დროისთვის 600 000 ადამიანი უკვე აცრილია - ოქსფორდის ვაქცინამდე ქვეყანამ Pfizer/BioNTech დაამტკიცა (მსოფლიოში პირველმა) და იმუნიზაცია 8 დეკემბერს დაიწყო.

ქვეყანაში ასევე დამტკიცდა AstraZeneca-ს ვაქცინაც.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი