ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით უკვე რამდენიმე დღეში აცრის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას მოსახლეობის ასაცრელად გამოიყენებს. ახალ ამბავს BBC ავრცელებს.

რეგულაციების სამსახურმა დაამტკიცა, რომ Pfizer/BioNTech-ის 95%-ით ეფექტური ვაქცინა ფართომასშტაბიანი გამოყენებისთვის უსაფრთხოა.

ბრიტანეთს შეკვეთილი აქვს 40 მილიონი დოზა. იმუნიზაცია ქვეყანაში რამდენიმე დღეში დაიწყება და პირველ რიგში მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები აიცრებიან. 

კომპანია აშშ-ის რეგულაციების სამსახურის დასტურსაც ელოდება. ამავე საფეხურზეა Moderna-ს ვაქცინა, რომელმაც კორონავირუსის გამწვავებისგან ცდისპირთა 100% დაიცვა.

აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინა ორგანიზმში

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი