ბრიტანეთმა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა დაამტკიცა - შეკვეთილია 100 მილიონი დოზა

გამოქვეყნდა:

BBC-ის ინფორმაციით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილ კორონავირუსის ვაქცინას დიდი ბრიტანეთი მოსახლეობის ასაცრელად გამოიყენებს.

ვაქცინის 100 მილიონ დოზას ქვეყანას AstraZeneca მიაწვდის - ის 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვის იქნება საკმარისი.

მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცება ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოცაა და ეფექტურიც.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანეთში ამ დროისთვის 600 000 ადამიანი უკვე აცრილია - ოქსფორდის ვაქცინამდე ქვეყანამ Pfizer/BioNTech დაამტკიცა (მსოფლიოში პირველმა) და იმუნიზაცია 8 დეკემბერს დაიწყო.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებმა კორონავირუსის ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი