პოლიტიკური ოპონენტების დევნა - "ქართული ოცნების" ხელისუფლების 2020 წლის ყველაზე წარმატებული საქმე.
პოლიტიკურად მოტივირებული ყველა გახმაურებული საქმე "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" (HRC) შეისწავლა და უმძიმეს დასკვნამდე მივიდა. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისეთი ბრალდებებით პატიმრობა და პოლიტიკური შევიწროება, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებდა, ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.
"მსგავსი შეფასება მოწმონს იმას, რომ არ არსებობს აქტორი, ვისაც ჰქონია ამ საქმესთან შეხება და ვერ ხედავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს, გარდა ცხადია პროკურატურისა და სასამართლოსი, რომლებიც ხელისუფლების ნების აღმსრულებლები არიან", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი, ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას იურისტი.
დიტო საძაგლიშვილისვე თქმით, მნიშვენლოვანია, რომ ორგანიზაციამ ხაზგასმით თქვა, რომ გიორგი რურუას შემხებლობა იარაღთან არ დასტურდება.
ასეთი საქმეების ჩამონათვალი გრძელია და მისი ფიგურანტები "მთავარი არხის" დამფუძნებლები, პოლიტიკური ლიდერები, სახელმწიფო მოხელეები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.