ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი იანვარშივე გაიმართება. უცნობია რა პოზიციაზე მმართველი გუნდი, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება.
"მოლოდინი ჩვენ გვაქვს რომ იანვრის თვეში აუცილებალდ შედგება. ამის მზაობა აქვს ოპოზიციას, ფასილიატორი ელჩები ამისკენ მოგვიწოდებენ და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ხელისუფლებას შეგნებული აქვს მდგომარეობის სიმძიმე, რადგან ყოველი დღე კრიზისისა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩიხისკენ და ქვეყნის დამარცხებისკენ", - ამბობს სერგო ჩიხლაძე, "სტრატეგია აღმაშენებელი"-ს წარმომადგენელი.
მეხუთე რაონდის გამართვის მზადყოფნა "ოცნებაშიც" გამოთქვეს - "ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა და მზადყოფნა" თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ როდის გაიმართება და საერთოდ გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჯერ ისევ უცნობია. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ირაკლი კობახიძის ინიციატივით პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტების დაინიცირდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებად მზადაა, თუმცა მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია.