ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" დამფინანსებელ ბიზნესმენებზე ხელისუფლება "მუშაობს"

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში არ შედის. 

ხოლო პარტიის იმ წარმომადგენლები გადაწყვეტილებაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოდან გეგმავენ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ამბობს, რომ ისინი სიის ბიზნეს შემადგენლობაა გარდა ფრიდონ ინჯიასი.

ინაშვილის თქმით, თუ ინჯია პარლამენტში შევა პარტიის დატოვება მოუწევს.

ჩვენ, რა თქმა უნდა დავადასტურეთ ის, რომ არ ვიქნებით პარლამენტის წევრები, შესაბამისად მკაფიოდ ვამბობ მატყუარა „ქართული ოცნების“ საყურადღებოდ, „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური პარტია არ იქნება წარმოდგენილი თქვენს პარლამენტში, არ ვიცი, რა გიხარიათ. საუბარია, ჩვენი სიის ბიზნეს შემადგენლობაზე, ანუ იმ წევრებზე, რომლებსაც განცხადება ჯერ არ აქვთ დაწერილი თუმცა მათი საკითხიც ჯერ გაურკვეველია, რადგან ვინ შევა და ვინ არ შევა, ეს პოზიციებიც კი არ არის ჯერ ცნობილი. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, ამ ბიზნესმენებს შორის არ არის არც ერთი პარტიის წევრი, ერთადერთი პარტიის წევრი არის ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელსაც ვესაუბრეთ და ვიცით მისი პოზიცია. ჩვენი პოზიციაც ცნობილია მისთვის, თუ ბატონი ფრიდონი გადაწყვეტს, რომ გახდეს პარლამენტის წევრი, მას მოუწევს პარტიის დატოვება. თუ ბატონი ფრიდონი არ შევა პარლამენტში, ის დარჩება პარტიაში" ამბობს ინაშვილი.

რაც შეეხება დავით ზილფიმიანის გადაწყვეტილებას, ინაშვილის თქმით, მას გავრცელებული წერილიდან არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ზილფიმიანი პარლამენტში შედის.

ინაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიის ბიზნესმენებზე ხელისუფლება "მუშაობს":

მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი ზილფიმიანი მაინდამაინც მივიდეს და ხვალ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, მით უმეტეს იურიდიულადაც ჯერ ეს შეუძლებელია. 

ბიზნესმენებმა, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს სიაში გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. სამწუხაროა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი მათზე ზემოქმედების. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ ნაწილთან" ამბობს ინაშვილი.

ერთპარტიული პარლამენტი ხვალიდან ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობას იწყებს. საპროცედურო კომიტეტი პირველი პატრიოტთა ალიანსის განაცხადს და დეპუტატების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

"პატრიოტთა ალიანსი" ყველაზე მეტად დაადგა ყელზე ხელისუფლებას - ასე აფასებს პარტიის წევრი გოჩა თევდორაძე ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც ხვალიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას სწორედ "პატრიოტთა ალიანსით" იწყებს. 

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრებს: ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძესა და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი