არასამთავრობოები ამნისტიის კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იმის მიუხედავად რომ ციხეებს სავარაუდოდ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებიც დატოვებენ, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მაინც რეპრესიულია.
საუბარია მხოლოდ მოხმარებისთვის დაკავებულ პირებზე. გარდა ამისა, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ,რომ სახელმწიფოს არ აქვს რესოციალიზაციის გეგმა, ანუ რას სთავაზობს ყოფილ მსჯავრდებულებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ
აუცილებელია სახელმწიფომ მისი როლი და პასუხისმგებლობა დაინახოს და ამ ადამიანებს შესთავაზოს სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამები, რათა მაქსიმალურად იყოს დაზღვეული ამ ადამიანების მხრიდან ხელახალ კრიმინალურ გზაზე დადგომა - ამბობენ მესამე სექტორში.
ამნისტიის კანონპროექტი ერთპარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით დეკემბერში მიიღო რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე მას მეორე მოსმენით უკვე ხვალ განიხილავენ.
კანონპროექტი ამ ეტაპზე 44 მუხლს ეხება, თუმცა უმრავლესობაში ამბობენ, რომ მიდის მსჯელობა კიდევ 15-20 მუხლის დამატებაზე.
ამნისტია არ ეხება პოლიტპატიმრებს. ქართული ოცნება უარს ამბობს გიორგი რურუას, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებაზე.