ინგლისსა და შოტლანდიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის შემთხვევბის ზრდის გამო ინგლისსა და შოტლანდიის უმეტეს ნაწილში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისაუბრა და მოსახლეობას რამდენიმე განსაკუთრებული მიზეზის არარსებობის შემთხვევაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 

ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის მოსწავლეების უმეტესობისთვის დაკეტილია სკოლებიც, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიას ექნება "დისტანციური სწავლების გახანგრძლივებული პერიოდი".

ინგლისში შეზღუდვები და თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, შოტლანდია კი საკითხს იანვრის ბოლოს განიხილავს. 

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ "ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინ არის". 

ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ორშაბათს ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 58 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 407 ადამიანი გარდაიცავალა. ბორის ჯონსონმა აღნიშნა რომ საავადმყოფოებს ახლა უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდათ კორონავრიუსის გამო, ვიდრე პანდემიის დაწყებიდან ნებისმიერ დროს.

მან დაავალა ხალხს შინ დარჩენა, გარდა შეზღუდული გამონაკლისებისა - როგორიცაა აუცილებელი სამედიცინო საჭიროებები, საჭმლის საყიდლები, სამუშაო, რომელიც არ შეიძლება სახლში შესრულდეს - და თქვა, რომ სკოლები და კოლეჯები უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე.

პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა პირი, რომელიც თავშესაფარშია და მათი მომვლელები, ყველა მოქალაე 70 წლის და ზემოთ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუშაკები და კლინიკურად უკიდურესად დაუცველები მიიღებენ ვაქცინის ერთ დოზას თებერვლის შუა რიცხვებში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სრული ლოქდაუნი ოფიციალურად ძალაში ოთხშაბათს დილიდან შევა, თუმცა მოქალაქეებმა წესების დაცვა ახლავე უნდა დაიწყონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი