ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარკებების მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნები, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვისუფლება, არ შეიცვლება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნება" ახალი წევრების შეყვანით პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, რადგნ ახალი წევრების "ოცნებაში" შედიან.
"მთავარი საკითხებია, პოლიტპატიმრების გამოშვება, შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება და ვადამდელი არჩევნები, თურქმენიზაცია არ დასრულდება, ახლები თუ ვინმე შევა ისინიც ოცნებაში შევლენ." – ამბობს ენმ–ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი
"მცდელობები, რომ რამენაირად ვიღაცა შეეტყუებინათ, დაეშანტაჟებინათ და შეეყვანათ პარლამენტში, აჩვენებს, რომ ისინი სერიოზულად არ უყურებენ იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია, უბრალოდ მათ უნდათ, სურათი დახატონ თითქოს ოპოზიცია არის პარლამენტში და მრავალპარტიულია " – ამბობს "გირჩი– მეტი თავისუფლება" –ის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე
ოპოზიციში, ამბობენ, რომ თუ "ოცნება" კომპრომისზე არ წამოვა, შეთანხმება ვერ შედგება. სერგო ჩიხლაძის თქმით, "ქართულ ოცნება" ოპოზიციის შეთავაზებულ პლებისციტზეც წინადადებას არ აყენებს.
"ოცნების" წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ოპოზიციამ "ოცნების" აზრი კარგად იცის: "ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, ჩვენთვის რა არის წითელი ხაზი, რაზეც არ გადავალთ, ეს არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება" – ამბობს გიორგი კახიანი.
"პატრიოტთა ალიანსიდან" გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი უკვე დეპუტატები არიან.
"ვინც სურვილი გამოთქვა ჩახსნის, ჩაიხსნენ, ვინც თქვა ჩემსავით, რომ აუცილებლად მიაჩნიათ ყოფნა, რომ პარლამენტში რაღაცა სეგმენტი მაინც არსებობდეს ოპონირების, ისინი შემოვიდნენ" – ამბობს დავით ზილფიმიანი
პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე, ლევან მგალობლიშვილი უკვე დეპუტატია.