გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
პატიმრის და "მთავართან" საუბრისას ამბობს, რომ მის ძმას არ ჰქონდა ქრონიკული დაავადებები. მისივე თქმით, დაინფიცირების შემდეგ 64 წლის კაცს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს.
"ჩემს ძმას არ ჰქონდა არანაირი თანმხლები დაავადებები. იყო უჯანმრთელესი ადამიანი, რომელსაც შეეყარა ვირუსი. გაურთულდა უყურადღებობით, შემდეგ რომ შეხედეს, რომ აღარ იყო ცოცხალი გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში", - ამბობს პატიმრის და.
მისივე თქმით, მძიმე პაციენტს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ამნისტია შეახეს, პასუხისმგებლობა მოიხსნეს და ამის შემდეგ სუნთქვის აპარატიდანაც გამოართეს.
"მიიყვანეს იმ დროს, როცა უკვე აპარატზე შეერთებული სასიცოცხლო კი არა, ცოცხალი იყო თუ არა ისიც ეჭვის ქვეშაა დაყენებული. განთავისუფლების ფურცელი შევიდა საავადმყოფოში და შემდეგ ჩახსნეს აპარატიდან. სახლში გაატანეს მიცვალებული, როგორც თავისუფალი ადამიანი", - ამბობს გარდაცვლილის და
მძიმე მდგომარეობაა რუსთავის მეჩვიდმეტე დაწესებულებაში. იქ მყოფი პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სიმპტომების მიუხედავად მსჯავრდებულებს ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან პატიმარსა და ბრალდებულს აღენიშნება COVI-19-ის სიმპტომები. მათივე თქმით, მედპერსონალი მათ სათანადოდ ვერ მკურნალობს.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო ქსნის ციხეის პატიმრის
კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.