პენსს საკმარისი გამბედაობა არ ჰქონდა ქვეყნის დასაცავად - ტრამპი

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, თქვა, რომ არ აპირებს, წინააღდეგობა გაუწიოს ჯო ბაიდენის ოფიციალურად გაპრეზიდენტებას, დონალდ ტრამპმა დატვიტა, რომ მას საკმარისი გამბედაობა არ აქვს ქვეყნის მხარდასაჭერად. 

"მაიკ პენსს არ ჰქონდა გამბედაობა გაეკეთებინა ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად. შტატებისთვის უნდა მიეცა შანსი, გაფორმებულიყო სწორი ფაქტები და არა უზუსტო. აშშ ითხოვს სიმართლეს!", - წერს ტრამპი.

პენსი თავისი განაცხადით ტრამპის წინააღმდეგ გამოდის. ტრამპმა კი მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნა. 

ცნობისთვის, კაპიტოლიუმში შეჭრისა და არეულობის შემდეგ პენსი შენობიდან პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.

ოთხშაბათს კონგრესის გაერთიანებული სხდომა იმართება, რომლითაც ბაიდენს პრეზიდენტობა ოფიციალურად გაუფორმდება. გაერთიანებულ სხდომას, ტრადიციულად, ვიცეპრეზიდენტი უხელმძღვანელებს. 

ბოლო მოვლენები აშშ-დან: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი