ვაშინგტონის მერმა, მურილ ბოუზერმა განაცხადა, რომ ის საგანგებო მდგომარეობას კიდევ 15 დღით ახანგრძლივებს და ის ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან ინაუგურაციის მეორე დღეს მოიხსნება.
მერი ამბობს, რომ ხალხი, ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა, "ცდილობდნენ კონგრესის საქმიანობის ჩაშლას, რომელიც ეხებოდა საარჩევნო კოლეგიის ხმების მიღებას".
მურიელის თქმით, დემონსტრანტებმა, რომლებიც აშშ-ის კონგრესში შეიჭრნენ, შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებები ინაუგურაციის დღესაც გააგრძელონ.
კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და აგრდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ კონგრესში განახლდა ერთობლივი სხდომა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.