კაპიტოლიუმის ბორცვზე შტურმს რესპუბლიკელთა ნაწილიც გაემიჯნა - ვაშინგტონში სიტუაცია განმუხტულია 

გამოქვეყნდა:

ტრამპის აგრესიულ მოწდოებებს და კაპიტოლიუმზე მიტანილ შტურმს გაემიჯნა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ წუთებში კონგრესში დეპუტატებთან ერთად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აჯამებს. კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა. სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს"  ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.

2012 წლის საქართველო, როგორც მაგალითი აშშ-სთვის - ასე გამოეხმაურა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას საკუთარ Facebook-ზე გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კახა ლომაია. 

"ამ წუთებში აშშ სენატში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირების პროცედურა. სენატორმა ჯან შაჰინმა მისაბაძ მაგალითად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წელს "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დაასახელა. "დემოკრატიის უმაღლესი წერტილი არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ, მისი მშვიდობიანი გადაცემაა", განაცხადა სენატორმა. "მე და ჩემი კოლეგები 2012 წელში საქართველოში ვიმყოფებოდით და გავხდით მოწმენი იმისა, თუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად როგორ გადასცა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილმა მილიარდერ-ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ "ქართულ ოცნებას", - წერს ალექსანდრე კახა ლომაია. 

 ადამ კინზინგერი, რომელიც ამბობს, რომ ყველა უნდა გადადგეს,ვინც მსგავს რამეს ხელმძღვანელობს. 

სართაშორისო გამოხმაურებები: 

  • დიდი ბრიტანებთის პრემიერნმინისტრი - "სამარცხვინოა სცენები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. ამერიკის შეერთებული შტატები ხმარს უჭერს დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. მიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მოხდეს მშვიდობიანად". 
  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - "მსურს შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო ის, რაც ვაშინგტონში მოხდა არაამერიკულია. გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების ძალის, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის". 
  • ნატოს გენერალური მდივანი - " შოკისმომგვრელი სცენებია ვაშნგტონიდან, ამ დემოკრატიული არჩენვების შედეგებს პატივი უნდა სცენ".
  • ევროკომისიის პრეზიდენტი - "მე მჯერა, რომ ამერიკის ინსტიტუციები და დემოკრატია არის ძლიერი, მშვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს. ჯო ბაიდენმა არჩევნებში გაიმარჯვა. ჩვნე აქტიურ თანამშრომლობას ველოდებით ამერიკის ახალ პრეზიდენტთან". 
  • რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყებას, მათ ჯერ არანაირი ინფორმაიცა არ გაუვრცელებიათ. 

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და გარდაიცვალამიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 52 ადამიანი დაკავებულია. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი