ციხეებიდან პატიმართა გადაყვანას და ქალთა კოლონიაში, კოვიდპაციენტ პატიმართა საკნებში ჩაკეტვას პენიტენციური არ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ციხეებში კოვიდპანდემიური სიტუაცია უარესდება - მსჯავრდებულ პატიმართა ადვოკატები ამბობენ, რომ სხვადასხვა ციხეებში მყოფი პატიმრები პანიკურ მდგომარეონბაში არიან, რადგან ციხეებში კოვიდინფიცირებულ პასტიმართა რაოდენობა იზრდება, პენიტენციური კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას მალავს.

ადვოკატები იმასაც ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები გეგუთიდან სწორედ ვირუსის უკონტორლო და მასობრივი გავრცელების გამო გადაჰყავთ.

პენიტიენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დანამდვილებით ისევ ვერ აკონკრეტებს - რამდენი კოვიდ პაციენტი ჰყავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ამ დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგალითად, ქალთა კოლონიაში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 35-დე გაიზარდა, ინფიცირებულ პარტიმრებთან ერთ საკანში კი სხვა პატიმრებიც არიან ჩაკეტილები. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით პენიტენციურ სისტემაზე აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის საფუძველი არ არსებობს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი