ის, რაც 2012 წელს მოხდა, ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა საქართევლოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართულ ოცნებას", ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო გზავნილი რეგიონისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ერთერთი მთავარი არის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება და მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს უნდა დაეცვა, მაგრამ მან ოლიგარქიული რეჟიმი ჩამოაყალიბა - ასეთია ოპოზიციის განცხადებები მას შემდეგ, რაც გუშინ, კაპიტოლიუმში დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ყველა კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ 9 წლის განმავლობაში 2012-წლიდან ამ მემკვიდრეობას რამდენად გადაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა, როგორ ჩაკლა ძალიან დიდი შანსი საქართველოსთვის-გამხდარიყო მსოფლიოში ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, კეთილდღეობის, განვითარების და უმნიშვნელოვანესი პლატფორმის მატარებელი", - ამბობს "ენმ"-ის წევრი,ხატია დეკანოიძე
"2012 წელს რაც მოხდა, მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო და ნიშნავდა, რომ საზოგადოება მივიდა იქამდე, რომ მოხდა არამარტო მშვიდობიანი, არამედ მთლიანად კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ხელისუფლების გადაბარება. ეს იყო ძალიან მიშვნელოვანი ნაბიჯი, ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში, მიუხედავად იმისა, ვინ მოიგო იმ მომენტისთვის. კატასტროფულად სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთვის არის ის, რაც ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკური არარაობების გარემოცვამ გააკეთა ", - ამბობს გიგა ბოკერია, "ევროპ[ული საქართველოს" ერთერთი ლიდერი.
რაც შეეხება მმართველ გუნდს -"ქართულ ოცნებაში" სენატორ ჯინ შაჰინის განცხადება სათავისოდ გაიგეს. და ამბობენ, რომ დადებით კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი და წინა ხელისუფლება არ უხსენებია.
"რეალურად ჯინ შაჰინმა მოიყვანა პოლიტიკური არგუმენტი საკუთარი ქვეყნის შიგნით. მან პრეზიდენტ ტრამპს მიანიშნა, რომ სააკაშვილიც კი, რომელიც იყო არადემოკრატიული ლიდერი არჩევნების წაგების შემდეგ მშვიდობიანად წავიდა ხელისუფელბიდან. ეს არამგონია ყოფილიყო მაგალითი, ამ ისტორიული მაგალითი მოიყვანა თუ, როგორ ხდება, თუნდაც, იმ ლიდერის მხრიდან, რომელიც არადემოკრატიულია, ავტოკრატიულ დენდენციებს ავითარებს თავის ქვეყანაში. ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა არ შეიძება", - ამბობს პარლამეტნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.
დიპლომატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი იყო პუტინისთვის დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთერთი უდიდესი გამარჯვება. ახლა კი, ეს ყველაფერი ფიასკოთი დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრისას ერთი ქალი დაიჭრა და გარდაიცვალა, მიმდებარე ტერიოტრიაზე არულობის დროს კი, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა მინიმუმ 14 პოლიციელი, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.