გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ავრცელებს ტვიტს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ უწყებას დაწყებული აქვს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილე პირთა ვინაობის მოძიება.
"FBI ცდილობს დაადგნოს პირთა ვინაობა, რომლებიც აქეზებდნენ ძალადობას ვაშინგტონში. ჩვენ თანახმა ვართ დახმარებასა და იმ ციფრულ მედიაზე, რომელიც ასახავს 6 იანვრის აჯანყებას ან ძალადობას კაპიტოლიუმსა და მის ირგვლივ"
FBI მოსახლეობისგან ცნობების მისაღებად ტვიტში ბმულსაც უთითებს: "ვისაც ინფორმაცია გაქვთ, ეწვიეთ საიტს http://fbi.gov/USCapitol".
აქვე გაგახსენებთ აშშ-ის მოვლენებს თანმიმდევრობით: