
არეულობას ვაშინგტონში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. კაპიტოლიუმთან დაპირისპირების დროს 2 ქალი და 2 მამაკაცი გარდაიცვალა. ერთი მათგანი იარაღით მიყენებული ჭრილობით, დანარჩენი კი ჭყლეტაში დაიღუპნენ.
დაღუპულთა შორის ერთერთი ქალი ამერიკის შეარარებული ძალების ვეტერანია. შტურმის დაწყებიდან მალევე ტრამპს თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა - საგანგებო განცხადება ჯო ბაიდენმა გააკეთა.
კაპიტოლიუმზე შტურმის გამო კონგრესმა მუშაობა 7 საათით შეწყვიტა. კანონმდებელთა უმრავლესობა დარბაზიდან ეროვნულმა გვარდიამ საიდუმლო გასასვლელიდან გაიყვანა. კონგრესმენები და წამორმდგენლობითი პალატის წევრები 3 ნოემბრის არჩვნების შედეგების განხილვას მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც მეამბოხეებს კაპიტოლიუმის შენობა დაატოვებინეს.
პირველი, ვინც კაპიტოლიუმში შეკრებილ კონგრესმენებს მიმართა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იყო. მან პირველმა დაგმო დონალდ ტრამპის მომხრეების შენობაში შეჭრა. პენსის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს გაემიჯნა სახელმწიფო მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. რობერ ო ბრეინიმ განაცხადა, რომ მომხდარი მოვლენების გამო შეშფოთებულია და თანამდებობას დატოვებს.
ვუცეპრეზიდენტზე გაბრაზებულმა დონალდ ტრამპმა ურთიერთობა გაწყვიტა ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებთან და ისინი უმოქმედობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ მომხრეებს არა ოვალური კაბინეტიდან, არამედ თეთრი სახლის ეზოდან მიმართა.
მან მომხრეებს დაშლისკენ მხოლოდ კაპიტოლიუმის რამდენიმესაათიანი შტურმის შემდეგ მოუწოდა, თუმცა, ისევ განაცხადა, რომ არჩევნები მოპარეს.
არეულობის გამო გამოცხადდებული საგანგებო მდგმარეობა ვაშინგტონში კიდევ 15 დღით გახანგრძლივდა. ქალაქის მერის გადაწყვტილებით ახლაც სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები და პოლიცია.
მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც. ქვეყნის პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ არეულობა ამერიკის იმიჯს დარტყმას აყენებს. კაპიტოლიუმზე შტურმი დაგმეს ამერიკის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ. დონალდ ტრამპს კი ფეისბუქისა და ტვიტერის ადმინისტრაციებმა პირადი გვერდები დაუბლოკეს.
დონალდ ტრამპს გაემიჯნა რესპუბლიკელი კონგრესმენების უმრავლესობაც. ადამ კინზინგერმა და ლინდსი გრეჰემმა ტრამპს თანამდებობის დროულად დატოვებისკენ მოუწოდეს. არეულობა ვაშინგტონში მაშ შემდეგ დაიწყო რაც დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდაჭერებს კაპიტოლიუმის შენობის მიმართულებით მსვლელობისაკენ მოუწოდა.
მსვლელობა არეულობაში მალევე გადაიზარდა, მომხრეები კაპიტოლუმის შენობაში შეიჭრნენ. აქციაზე სხვადასხვა საჯარო შენობების შტურით აღების მოწოდებებიც გაისმა. კაპიტოლიუმის დაცვამ შეჭრილ დემონსტრანტებს ხელი არ შეუშალა.