აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა - ის, რაც ზესახელმწიფოში პირველად მოხდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის ისტორიაში პირველად მოქმედი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმის შენობა შტურმით აიღეს და კონგრესის მუშაობა ჩაშალეს. შეწყდა არჩევნების საბოლოო შედგების დამტკიცების პროცესი. არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთერთი ამერიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანია. 

დონალდ ტრამპს თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენმა.  საგანგებო განცხადება ჯო ბაიდენმა არეულობის დაწყებიდან მალევე გააკეთა.

კონგრესმა მუშაობა 7 საათით შეწყვიტა. სენატორებისა და კონგრესმენები უმრავლესობა ეროვნულმა გვარდიამ დარბაზიდან საიდუმლო გვირაბით გაიყვანა. 

კონგრესმენები და წარმომადგენლობითი პალატის წევრები 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების განხილვას მხოლოდ მეამბოხეების დაშლის შემდეგ დაუბრუნდნენ.

პირველი, ვინც კაპიტოლიუმში შეკრებილ კონგრესმენებს მიმართა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იყო. მან პირველმა დაგმო დონალდ ტრამპის მომხრეების შენობაში შეჭრა. 

პენსის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს გაემიჯნა სახელმწიფო მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. რობერ ო ბრეინმა განაცხადა, რომ მომხდარი მოვლენების გამო შეშფოთებულია და თანამდებობას დატოვებს. 

თანაგუნდელებზე გაბრაზებულმა დონალდ ტრამპმა კი ურთიერთობა გაწყვიტა ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებთან და ისინი უმოქმედობაში დაადანაშაულა.

საკუთარ მომხრეებს მან თეთრი სახლის ეზოდან მიმართა და მათ დაშლისკენ მხოლოდ კაპიტოლიუმის რამდენიმესაათიანი შტურმის შემდეგ მოუწოდა, თუმცა ამბოხებულების ქმედებები გაამართლა და განაცხადა, არჩევნებში დემოკრატებმა ხმები მოიპარეს.

არეულობის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ვაშინგტონში კიდევ 15 დღით გახანგრძლივდა. ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ახლაც სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები და პოლიცია.

არეულობა ვაშინგტონში მაშ შემდეგ დაიწყო რაც დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის შენობის მიმართულებით მსვლელობისაკენ მოუწოდა.  

აქციაზე სხვადასხვა სახელმწიფო შენობების შტურმით აღების მოწოდებებიც გაისმა. კაპიტოლიუმის დაცვამ შეჭრილ დემონსტრანტებს ხელი არ შეუშალაშა.

კაპიტოლიუმზე მიტანილ იერიშში მონაწილეთა უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ, რაზეც ამერიკულმა მედიამ ეჭვი გამოთქვა, რომ მომხდარი შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი სცენარიც ყოფილიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი