ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის იძულებით გადაყენებაზე ინიციატივით გამოდის

გამოქვეყნდა:

"ჩვენი დემოკრატიის სახელით, გულით ვითხოვ, 25–ე შესწორება ამოქმედდეს" – ადამ კინზინგერი ამ სიტყვებით, ტვიტერზე ვიდეო–მიმართვას ავრცელებს, რომლითაც კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას ეხმაურება.

აშშ–ის კონსტიტუციის 25–ე შესწორება, რომლის ამოქმედებასაც კინზინგერი ითხოვს, პრეზიდენტის იძულებით გადაყენებას გულისხმობს, რა შემთხვევაშიც პრეზიდენტის მოვალეობას, ვიცე–პრეზიდენტი შეასრულებს.

აშშ–ში 25–შესწორებას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ჩაიდენს ღალატის და მექრთამეობის მსგავსს დანაშაულს, გარდაიცვლება, ან მოვალეობის შესრულება არ შეუძლია.

25–ე შესწორების განხილვას აშშ–ში წარმომადგენელთა პალატა იწყებს. პალატამ 1868 წელს პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის, ხოლო 1998 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო, თუმცა სენატმა ორივე მათგანი გაამართლა.

1974 წელს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ წამოიწყო, ნიქსონი პროცესის დასრულებამდე გადადგა. 25–ე შესწორების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავდნენ რეიგანის მიმართაც, რომელიც ასევე წინასწარ გადადგა.

აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით: 

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი