ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურის სასამართლო დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ძმის მკვლელობაში ბრალდებული, გიროგი ახლოურის სასამართლო პროცესი, სადაც აღმკვეთზე იმსჯელებენ დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდოამ 12:30 საათზეა ჩანიშნული და ის დისტანციურად გაიმართება. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვენ, დაკავებული კი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"ჩვენის მხრივ შევეცდებით დავასაბუთოთ ჩვენი შუამდგომლობა, მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყოველგვარი განზრახვა არის გამორიცხული, ეს იყო შემთხვევით მომხდარი ფაქტი, საქმე გვაქვს გაუფრთხელებლობასთან და არავითარ შემთხვევაში განზრახვასთან", - ამბობს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ახლოურმა წაკამათების შემდეგ ძმას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. 19 წლის მიშო ახლოური საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ახლოურს ბრალად ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობა ედება. გამოძიება 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი