საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს ნიუ იორკის სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლეებმა ანდრეი ტიურინი დამნაშავედ ცნეს ამერიკულ კომპანიებზე კიბერშეტევებში.
მოსამართლეებმა გაითვალისწინეს ჰაკერის ჩვენება, სადაც ის 80 მილიონი კლიენტის მონაცემების უკანონოდ მითვისებას აღიარებს.
ანდრეი ტიურინს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 20 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. რუსი ჰაკერი საქართველოში 2017 წელს დააკავეს.