200 ლარიანი კომპენსაციები - ვიდეოინსტრუქცია

გამოქვეყნდა:

"შემოსავლების სამსახური" 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ ​ვიდეოინსტრუქციას ავრცელებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ვის ეკუთვნის 200 ლარიანი კომპენსაცია,
რომელი განცხადება ივსება 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით,
როგორ და რა ვადაში ხდება კომპენსაციის მიღების მიზნით განცხადების შევსება.

მათივე ცნობით, ექვსთვიანი 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს კორონავირუსის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ დაქირავებულ პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი