Twitter-მა პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა 

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელ Twitter-ის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ანგარიში პლატფორმიდან სამუდამოდ წაშლილია. 

დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ის ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება”,- წერია ტვიტერის განცხადებაში 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სოციალურმა ქსელმა, რომელმაც რამდენიმე საათით პრეზიდენტს ანგარიშზე წვდომაც შეუზღუდა, ასევე თქვა, რომ “Teitter-ის წესების დარღვევის შემთხვევაში ისინი გააუქმებდნენ ანგარიშს”, უკვე დღეს კი პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში აღარ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი