ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 035 ახალი შემთვევა დადასტურდა და დამატებით 962 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა.
ამ შედეგების შემდეგ ბრაზილიაში კორონავირუსის საერთო შემთხვევბის რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა და - 8 013 708 გახდა. ხოლო ოფიციალურად, დაღუპულთ რიცხვი 201 460-მდე გაიზარდა.
ამერიკისა და ინოდეთის შემდეგ ბრაზილია მესამე ქვეყანაა მსოფლიოში სადაც კორონავირუსის ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა, აქედან 1,9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.