ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროსადგური დაიწვა - მოსახლეობის ნაწილს ელექტორენერგია არ მიეწოდება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარმა ელექტროსადგური ფსოუ 220 დაწვა - მოსახლეობის ერთ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაცხოვრებლეთა თქმით, ოკუპირებული რეჟიმის მთავრობას სტიქიურ მოვლენასთან გამკლავება დახმარების გარეშე არ შეუძლია. 

"ცეცხლი ძალიან ფართომასშტაბიანია... მოსახლეობამდე ცეცხლი მიდისო... ჩემი აზრით იმხელა ცეცხლს ვერ გაუმკლავდებიან", - ამობს ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელი.

ბოლო ინფორმაციით, გაგრაში ხანძარი უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა. ახალი კერები გაჩნა ბზიფისა და ახალი ათონის მიდამოებშიც. 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი